04 დეკემბერი 2021,   15:25
ვრცლად
პრემიერი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ჟილ კარბონიეს იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელსაც ორგანიზაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს, მადლობა გადაუხადა.

ყურადღება გამახვილდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარებაზეც.

აღინიშნა კომიტეტის საქმიანობა უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანთა მოძიებისა და ოჯახებისთვის დაბრუნების პროცესში.

დღის ამბები