04 დეკემბერი 2021,   14:12
ვრცლად
თუ იმ ევროპარლამენტარებს, ვინც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, არ სჯერათ ქართული სასამართლოსი, მაშინ სტრასბურგს მიმართონ - გიორგი ვოლსკი 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტარების წერილზე საუბრისას აცხადებს, რომ თუ მათ, ვინც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, არ სჯერათ ქართული სასამართლოსი, მაშინ სტრასბურგს მიმართონ და კითხონ, არის თუ არა, ევროპული სასამართლოს ვერდიქტი ნამდვილი სააკაშვილთან მიმართებაში. 

"არსებობს სამართლიანობის გარკვეული სტანდარტი, თუკი ევროპარლამენტარებს არ სჯერათ იმ სასამართლოსი, რომელიც საქართველოში გაიმართა, ჯერ ამ სასამართლოს დეტალები და მასალა ნახონ და დარწმუნდებიან, რომ არამარტო იმ საქმეების გამოა სააკაშვილი გასასამართლებელი, რაზეც გასამართლდა, არამედ ბევრი სხვა საქმე შეიძლება დაუდო წინ მიხეილ სააკაშვილს. მაგრამ, ახლა საუბარი ამაზე არ არის, აიღონ ყურმილი, დარეკონ სტრასბურგში და კითხონ, არის თუ არა, ევროპული სასამართლოს ვერდიქტი ნამდვილი სააკაშვილთან მიმართებაში. 

წერილის ხელმომწერთა შორის ქართველებიც არიან, 70 ადამიანი აწერს ხელსო, ბევრი რომ გამოჩენილიყო. არის რამდენიმე ევროპარლამენტარიც მათ შორის, რომლებიც პირდაპირ სახალხო პარტიის წევრები არიან. ვამბობთ სახალხო პარტიას და ვგულისხმობთ "ნაციონალურ მოძრაობას", ან პირიქით. ჩვენ მართლები ვართ ამ საკითხთან დაკავშირებით და თუ სიმართლის არ სჯერათ, ევროპულ სასამართლოს მიმართონ,"- აცხადებს გიორგი ვოლსკი. 

დღის ამბები