04 დეკემბერი 2021,   14:06
ვრცლად
"ნიკა მელიასთან დაჯდომა დებატებში აზრს არის მოკლებული ამ პირობებში, როდესაც პირველი ტურის წინ ის სამარცხვინოდ გაექცა დებატებს" - ირაკლი კობახიძე 

ნიკა მელიას მიერ კახი კალაძეს ღია დებატებში გამოწვევას "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ეხმაურება. როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, დებატებში დაჯდომა თბილისის მერობის კანდიდატთან "ნაციონალური მოძრაობიდან" აზრს არის მოკლებული.

"დებატები უკვე გაიმართა, როგორც მოგეხსენებათ პირველი ტურის ფარგლებში და ნიკანორ მელია მაშინ სამარცხვინოდ გაექცა ამ დებატებს. მეორედ, ბუნებრივია, მასთან დაჯდომა დებატებში აზრს არის მოკლებული ამ პირობებში, როდესაც პირველი ტურის წინ ის სამარცხვინოდ გაექცა დებატებს,“ - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები