09 დეკემბერი 2021,   01:20
ვრცლად
ყველა წინაპირობა იქმნება იმისათვის, რომ შემდეგი სამი წლის განმავლობაში ქვეყანა მშვიდად განვითარდეს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე "ნაციონალური მოძრაობის" შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ქვეყანა მშვიდად განვითარების საშუალებას შეძლებს. 

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებს.

"როგორც კი მოვიგებთ და დასრულდება არჩევნების მეორე ტური, ვიღებთ მოცემულობას, რომ მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სრულად, ასევე მოგებული გვექნება მათ მიერვე გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმი, მათი ბელადი არის ციხეში, შესაბამისად, ყველა წინაპირობა იქმნება იმისათვის, რომ შემდეგი სამი წლის განმავლობაში ქვეყანა სრულიად მშვიდად განვითარდეს.

გეთანხმებით, რომ "ნაცმოძრაობა" დღემდე ინარჩუნებდა საკუთარ თავს და ამის საშუალებას მას აძლევდა სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის ის, რომ სააკაშვილი წარმართავდა პროცესებს თავისი მოპარული ფულით კიევიდან. დღეს ის არის ციხეში, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. ახლა ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ საბოლოოდ დავამთავროთ "ნაცმოძრაობა", ამისთვის საჭიროა 30 ოქტომბერს სრული მობილიზაცია, რომ საბოლოოდ მოვიპოვოთ გამარჯვება და ეს გახდება საწინდარი იმისა, რომ სრულიად განეიტრალდეს ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებს ქართულ პოლიტიკაში," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები