27 ნოემბერი 2021,   12:48
ვრცლად
2 ოქტომბრის გამარჯვება მისაყვანია ბოლომდე, თითოეული ხმა გადამწყვეტია - კახა კალაძე ამომრჩეველს მიმართავს 

კახა კალაძემ ამომრჩევლებს მე-2 ტურში მონაწილეობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თითოეული ამომრჩევლის ხმა გადამწყვეტია. ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, თბილისსა და საქართველოს რევანში და არეულობა არ სჭირდება

"ამ დროის განმავლობაში, უპრეცედენტო აგრესიის, სიძულვილისა და სიცრუის კამპანიის ობიექტი გავხდით მე, ჩემი მეუღლე, მშობლები და რაც ალბათ, ყველაზე მძიმეა, ჩემი მცირეწლოვანი შვილებიც კი.

მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე, ბოლომდე წარმემართა ევროპული სტილის, მომავალზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია, რომელიც მიმართული იქნებოდა არა ოპონენტების ნაკლოვანებებისა და მანკიერებების წარმოჩენისკენ, არამედ თბილისელებისთვის ქალაქის განვითარების ყველაზე დახვეწილი და კარგად გააზრებული გეგმის შეთავაზებისკენ.

მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს კი დღემდე ქვეყნისა და ქალაქისთვის არასდროს არაფერი გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ კერძო კომპანიებს აკოტრებდა, სახელმწიფო შენობებში შეჭრას ცდილობდა და გამუდმებით ხულიგნურ პროვოკაციებს აწყობდა.

სამწუხაროდ, დღესაც გვიწევს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას, როგორ ხდებოდა მოქალაქეების ღირსების შელახვა, ძალადობა, ტერორი, საკუთრების ხელყოფა, უდანაშაულო ახალგაზრდების მკვლელობა, სიტყვის თავისუფლების ფეხქვეშ გათელვა, მედიის დარბევა, ცინიზმი, ტყუილი, რეკეტი… ეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქალაქის ის ბნელი წარსულია, რომელსაც არასდროს, არასდროს დავუბრუნდებით.

2 ოქტომბრის გამარჯვება მისაყვანია ბოლომდე! თითოეული ამომრჩევლის ხმა კი ამ საქმეში გადამწყვეტია. ჩემი თხოვნა და მოწოდებაა, მოდით არჩევნებზე და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ბოლშევიზმი, ბოროტება, სიძულვილი და სიცრუე, რასაც განასახიერებს "ნაციონალური მოძრაობა" ამ ქვეყანაში!" - ამბობს კახა კალაძე.

 

 

დღის ამბები