04 დეკემბერი 2021,   14:57
ვრცლად
საფრანგეთის ელჩმა ბელარუსი დატოვა

საფრანგეთის ელჩმა ბელარუსი დატოვა. დიპლომატს ქვეყნიდან წასვლა ოფიციალურმა მინსკმა 18 ოქტომბრამდე მოსთხოვა. გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია, თუმცა ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის ელჩი რამდენიმე დღის წინ ბელარუსში აკრძალული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

ამასთანავე, საფრანგეთმა ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვება არ აღიარა. ფრანგი დიპლომატი ნიკოლა დე ლაკოსტი საფრანგეთის ელჩის პოზიციას ბელარუსში 2020 წლიდან იკავებდა.
 

დღის ამბები