04 დეკემბერი 2021,   16:18
ვრცლად
პროტესტი სამშენებლო კომპანიის წინააღმდეგ - სანდრო ეულის ქუჩის #7-ის მოსახლეობა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს

მოსახლეობა სამშენებლო კომპანიის წინააღმდეგ - სანდრო ეულის 7 ნომერში არსებული ფორმით მიმდიანრე მშენებლობას ადგილობრივები პროტესტს უცხადებენ. ხალხი ამბობს, რომ იქ სადაც ახლა 75 მეტრი სიმაღლის სახლი შენდება, ადრე ჭაობი იყო და მშენებლობის დაწყება გეოლოგიური კვლევის გარეშე სახიფათოა.

ადგილობრივები ოფიციალური დასკვნის მიღებამდე სამუშაოები შეჩერებას მოითხოვენ. იმ შემთხვევაში კი, თუ მერიას ფაქტზე რეაგირება არ ექნება, საპროტესტო აქციების გამართვას აანონსებენ.

"აშენებენ უზარმაზარ, 75 მეტრიან კორპუსს. ეს პირდაპირ აზიანებს ჩვენი კორპუსის ფუნდამენტს. ნებართვის გაცემის უფლებას ვთვლით უკანონოდ და მოვითხოვთ, ეს პროექტი გაუქმდეს," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები. 

მერიაში კი განმარტავენ, რომ სანდრო ეულის ქ. N7-ში მრავალფუქციური შენობისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები 4 წლის წინ დადგინდა და მშენებლობის ნებართვა კანონის შესაბამისად, მიმდინარე წლის აპრილში გაიცა. 


 

დღის ამბები