04 დეკემბერი 2021,   15:25
ვრცლად
"დაძაბული დღეები გველის" - გია ვოლსკის თქმით, მე-2 ტურში მიხეილ სააკაშვილს რევოლუციური სცენარის განვითარება სურს

"ქართულ ოცნებაში" თვითმმართველობის მე-2 ტურში გამარჯვების მოპოვებაში ეჭვი არ ეპარებათ. მმართველი გუნდი აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას სწორედ დღეიდან იწყებეს.

"ქართული ოცნება" ოპოზიციის მოლოდინებს 30 ოქტომბერთან დაკავშირებით არარელევანტურს უწოდებს და მოუწოდებს მოსახლეობას, გააკეთონ არჩევანი ძალადობასა და პროგრესს შორის.

"რევოლუციური სცენარის განვითარება არის მთავარი, რასაც მეორე ტურის წინა პერიოდში გვპირდებიან და მეორე ტურის შემდეგაც და სწორედ ასეთი იყო სააკაშვილის მოწოდება, მეორე ტურში გავიმარჯვებთ და ჩემი გამოშვებაც შორს არ არის იმ დღიდანო. ახლა შეცვალა - გამომიშვით, შეგროვდით და მეორე ტურს მე ჩავუდგები სათავეშიო. ეს რეალობა მაფიქრებინებს, რომ დაძაბული დღეები გველის,"- აცხადებს გია ვოლსკი. 

დღის ამბები