04 დეკემბერი 2021,   14:31
ვრცლად
ორ კვირაზე ნაკლები არჩევნების მე-2 ტურამდე - როგორ ემზადება ოპოზიცია გადამწყვეტი კენჭისყრისთვის 

ორ კვირაზე ნაკლები არჩევნების მეორე ტურამდე - ვინ როგორ ემზადება გადამწყვეტი კენჭისყრისთვის? გამარჯვებაში ორივე მხარე დარწმუნებულია. 

"ნაციონალური მოძრაობა" იმედოვნებს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მას მხარს დაუჭერს, თუმცა ამ ეტაპზე მსგავსი გადაწყვეტილება მხოლოდ ნაწილს აქვს მიღებული. ხელისუფლების ოპონენტები გამარჯვების შემთხვევაში კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის ემზადებიან.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ხმის დაცვის პროცესში თითოეული მოქალაქის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

"ყველა ოპოზიციურ პარტიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ძალიან კარგია, რომ ყველა ოპოზიციური პარტია აცნობიერებს იმას, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ოცნების დამარცხება და შესაბამისად, მე ეჭვი მაქვს რომ რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან მოლაპარაკება ჩიხში შევიდეს ან რაიმეზე ვერ შევთანხმდეთ.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე დარწმუნებულია, რომ ბევრ ადგილას, სადაც არჩევნების მე-2 ტური უნდა გაიმართოს, ოპოზიციური კანდიდატები გაიმარჯვებენ.

პარტია "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ფიქრია ჩიხრაძის თქმით, საჭიროა მოხდეს შეთანხმება სქემებზე, თუ როგორ უნდა იმუშაონ მე-2 ტურის მიმდინარეობისას სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა საარჩევნო კომისიებში ერთობლივად.

 

"უახლოეს დღეებში პრეზენტაცია დაიწყება ერთიანი მრავალპარტიული გუნდისა, ნიკა მელიას მიერ და შემდგომ ეს გადავა რეგიონებში," - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.   

დღის ამბები