09 დეკემბერი 2021,   01:48
ვრცლად
უარყოფითი დამოკიდებულების აკრძალვა კანდიდატების მიმართ - პარლამენტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებაზე მუშაობას იწყებს

არჩევნებამდე 2 კვირით ადრე პარლამენტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებაზე მუშაობას იწყებს. საუბარია წინასაარჩევნო კამპანიის დროს არჩევნებში მონაწილე სუბიექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების აკრძალვაზე და შესაბამისი სანქციების დაწესებაზე.

უმრავლესობის მიერ შემუშავებული პროექტი დღეს ბიუროზე განიხილება. საკითხზე კანონმდებლები დაჩქარებული წესით აპირებენ მუშაობას.

დეპუტატები იმედოვნებენ, რომ სიახლე წინასაარჩევნო გარემოს ქვეყანაში უფრო ცივილიზებულს გახდის.

"დარეგულირდება წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ზოგადად, რომ აიკრძალოს ნებისმიერი საარჩევნო სუბიექტის და კანდიდატის მიმართ რაიმე ტიპის უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვა და შესაბამისი სანქციებით დადგინდება, რომელიც იქნება ცესკოს თავმჯდომარის და შესაბამისი საოლქო კომისიების წარმომადგენლების მიერ. ამით ბუნებრივია, ჩვენ გვინდა, რომ კიდევ ერთხელ გავაუმჯობესოთ საარჩევნო გარემო,“ - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი. 

დღის ამბები