04 დეკემბერი 2021,   15:27
ვრცლად
ციციშვილის კლინიკაში დღეს კოვიდინფიცირებული ბავშვები ვეღარ მიიღეს - მეხუთე ტალღა ქვეყანაში მძიმე მაჩვენებლებით დაიწყო

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მეხუთე ტალღის დაწყება დღეს ოფიციალურად გამოაცხადა. ამირან გამყრელიძეს ამის თქმის საფუძველს გაზრდილი სტატისტიკური მონაცემები აძლევს. თუ მომდევნო კვირას ისევ დღიური მაჩვენებელი 5 ათასამდე იქნება, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი მძიმე ნოემბერს აანონსებს.

ეპიდემიის ახალ-ახალი ტალღების პირობებში გამოსავალი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალისტები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა ისევ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, სიკვდილიანობის მაჩვენებლები გაიზრდება და საველე ჰოსპიტლების საჭიროება დღის წერიგში დაბრუნდება

დაანონსებულ მძიმე ნოემბრამდე, რთულია სიტუაცია უკვე კლინიკებში. დღეს ციციშვილის ბავშთა კოვიდ განყოფილებამ პაციენტების მიღება ვეღარ შეძლო. 170 ინფიცირებული ბავშვი, ინფიცირებულ მშობლებთან ერთად და 25 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, ეს მონაცემები კლინიკის მაქსიმუმია.

გახდება თუ არა საჭირო, დამატებითი რეგულაციების ამოქმედება, ამაზე საკოორდინაციო საბჭო, სავარაუდოდ, 2 დღეში იმსჯელებს.

დღის ამბები