18 ოქტომბერი 2021,   11:24
ვრცლად
ჰონგ-კონგში ტაიფუნი მძვინვარებს

ჰონგ-კონგში ტაიფუნი კომპასუ მძვინვარებს.

სტიქიის გამო შეწყდა სასწავლო პროცესი, შეიზღუდა სავაჭრო და სამთავრობო სექტორში გარკვეული სერვისების მუშაობა.

მთავრობა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ტაიფუნი სავარაუდოდ წყალდიდობას გამოიწვევს, რის გამოც მაღალია ქუჩების დატბორვის საფრთხე. მანამდე ტაიფუნმა ფილიპინებს გადაუარა, სადაც 11 ადამიანი იმსხვერპლა.

დღის ამბები