19 ოქტომბერი 2021,   21:29
ვრცლად
თუ განკვეთილი ბერები მონასტრიდან არ წავლენ, მიტროპოლიტი სტეფანე არ გამორიცხავს, პოლიციას მიმართოს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი უკვე ერთი კვირაა, საეკლესიო სამოსის გახდას ითხოვს იმ სასულიერო პირებისგან რომლებიც განკვეთა.

მიტროპოლიტმა დღეს ამის შესახებ ეპარქიაში კიდევ ერთხელ ისაუბრა.

"ისინი უკანონოდ არიან შეჭრილი იმ ტერიტორიაზე, მათ არ ეკუთვნით ის ტერიტორია, მათი იქ ყოფნა არ შეიძლება. მათი შემოსილობა არის კლოუნობა, ისინი არ არუან იმ შესამოსლის ღირსი," - ამბობს მიტროპოლიტი. 

მისი თქმით, თუ 10-მდე განკვეთილი საერო პირი მის ბრძანებას არ აღასრულებს და მათ შორის, მონასტრებსაც არ დატოვებს, შესაძლოა, პოლიციას მიმართოს.

დღის ამბები