19 ოქტომბერი 2021,   21:50
ვრცლად
სტიქია ოზურგეთში - ძლიერი წვიმის შედეგად სოფელ ნატანებში რამდენიმე ადგილას ბეტონის გზა ჩავარდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენები განვითარდა. ძლიერი წვიმის შედეგად სოფელ ნატანებში რამდენიმე ადგილას ბეტონის გზა ჩავარდა და მოძრაობა შეუძლებელია.

ამავე სოფელში ჯაფარეული-განთიადის უბნების დამაკავშირებელი გზის დაზიანების გამო გარესამყაროს მოწყდა 40-მდე ოჯახი. ადგილზე გზის აღდგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება, რაც შეეხება სხვა ტერიტორიებს, შესაბამისმა ტექნიკამ ჩამოწოლილი მეწყერისგან სავალი ნაწილი უკვე გაათავისუფლა, გზების აღდგენის პროცესის დაწყება კი, შესაძლებელი გეოლოგიური დასკვნის შემდეგ გახდება.

სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მთავრობა დაზარალებულებს შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს, ასევე დაიწყება დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაც. 

დღის ამბები