21 ოქტომბერი 2021,   05:02
ვრცლად
მიუღებელია, რაც ვნახეთ ევროკავშირის ოფისთან, პოლიტიკოსებს არ გვაქვს უფლება, წყობიდან გამოვიდეთ - ხათუნა სამნიძე

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ დაპირისპირების ის ინციდენტი, რომელიც 23 სექტემბერს ევროკავშირის ოფისთან, ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მოხდა, მისთვის მიუღებელია და მსგავს ფაქტებს გამართლება არ აქვს. 

ხათუნა სამნიძეს მოლოდინი აქვს, რომ ვითარება პოლიტიკურ ოპონენტებს შორის შესაძლოა კიდევ უფრო დაიძაბოს.

"მიუხედავად ამ აგრესიისა, რომლის ზღვარზეც არის ჩვენი საზოგადოება, რადგან აქეთკენ მიჰყავს "ოცნებას", სამწუხაროდ, არ გვაქვს უფლება პოლიტიკოსებს, რომ წყობიდან გამოვიდეთ. ამიტომ, ჩემთვის მიუღებელია, რაც ვნახე გუშინ ევროკავშირის ოფისის წინ. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ევროკავშირის ოფისის წინ მოხდება თუ რომელიმე რეგიონში, სადაც არ უნდა მოხდეს, ამას ძალიან დაკვირვებით ადევნებენ თვალ-ყურს ჩვენი პარტნიორები. ყველა თავდასხმა, რომელიც ხდება სოფლებსა თუ რაიონებში, ყველა მათგანის შესახებ იციან ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, უბრალოდ, გუშინ ეს თვალსაჩინო გახდა მათი ოფისის წინ, სადაც იმდენად დაიძაბა ვითარება ამის შემდეგ...

წარმოიდგინეთ, გამოვიდა წყობიდან რომელიმე პოლიტიკოსი, და ზღვარზე იყო, რომ ფიზიკურ ძალადობაში გადასულიყო გუშინ ვითარება, მე მეგონა, რომ გადავიდოდა, ისეთი სურათი იყო. ეს ლანძღვა, გინება... კი, ყველა ვართ ბრძოლაში, მაგრამ პოლიტიკური ბრძოლა არ ნიშნავს, რომ ეს უნდა გადაიზარდოს  ფიზიკურ დაპირისპირებასა და გინებაში,"- აცხადებს ხათუნა სამნიძე. 

დღის ამბები