18 ოქტომბერი 2021,   12:29
ვრცლად
მელია არის ჩვეულებრივი ხულიგანი... პასუხისმგებლობის განაწილება მოუწევს ყველას - კახა კალაძე

ევროკავშირის ოფისთან გუშინ განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით კახა კალაძე აცხადებს, რომ პასუხისმგებლობის განაწილება მოუწევს ყველას, როგორც ოპოზიციას, მათ შორის ხელისუფლებას.

"მელია არის ჩვეულებრივი ხულიგანი და იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი, რომელიც მთელი თავისი მუშაობის მანძილზე დაკავებულია დესტრუქციით.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობის განაწილება მოუწევს ყველას, არამხოლოდ ხელისუფლებას, მათ შორის ოპოზიციას.

ეს იყო პროვოკაცია და ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი, როდესაც კრიმინალი თავს ესხმის მმართველი პარტიის თავმჯდომარეს," - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მოხდა მცირედი შეხლა-შემოხლაც. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც მასთან ნიკა მელია მივიდა.

დღის ამბები