21 ოქტომბერი 2021,   06:08
ვრცლად
როგორია წინასაარჩევნო გარემო ქვეყანაში და რას ელოდებიან პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთისგან - 12 დღე არჩევნებამდე

არჩევნებამდე 12 დღე რჩება - როგორია ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემო და რას ელოდებიან პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთისგან 2 ოქტომბრამდე - ოპოზიცია კვლავ ამტკიცებს, რომ მმართველი გუნდი ზიზღის კამპანიას განაგრძობს და ძალაუფლების შენარჩუნებას უკანონო გზებით ცდილობს.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ზიზღის კამპანიას არ დაანებეს თავი და კვლავ იგივე რუსული ხერხებით ცდილობენ, რომ მოსახლეობაში შიში და ზიზღი დანერგონ," - განაცხადა ენმ-ის წევრმა ნონა მამულაშვილმა.

"ქართულ ოცნებას" ვურჩევ, რომ სარკეში ჩაიხედოს და მოემზადოს იმ ძალიან დიდი კრახისთვის, რომელიც დღეს მის წინაშეა და რომელიც გაფორმდება 2 ოქტომბერს სრულიად მშვიდობიანად და ცივილიზებულად," -  აღნიშნა "ლელოს" წევრმა გრიგოლ გეგელიამ.

"ქართულ ოცნებაში" კი აქცენტს "რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებზე" აკეთებენ.

"რაც უფრო გაზრდის რადიკალური ოპოზიცია თავის დესტრუქციას წინასაარჩევნოდ, მით უფრო შემცირდება მისი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები