19 ოქტომბერი 2021,   21:19
ვრცლად
"იმუნიზაცია ერთადერთი ბერკეტია, რომლითაც შეგვიძლია ინფექციის უკონტროლო გავრცელება შევამციროთ" - ეპიდემიოლოგები

თუ ვაქცინაციის მაღალი ტემპი ქვეყანაში არ იქნა შენარჩუნებული მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ეპიდსიტუაცია კვლავ გაუარესდეს.

ექიმები მოქალაქეებს იმუნიზაციის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ახსენებენ  და ამბობენ, რომ მოსახლეობის სულ ცოტა 60% მაინც უნდა იყოს ვაქცინირებული.

ამავე დროს მედიკოსები აქცენტს აკეთებენ პირბადის ტარების მაჩვენებლის საჭირო გაზრდაზეც.

"იმუნიზაციის პროცესი არის ერთადერთი რეალური ბერკეტი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ინფექციის უკონტროლო გავრცელება ქვეყანაში შევამციროთ. რეგულაციების დაცვა მოსახლეობის კვლავ სამწუხაროდ არ ხერხდება ისე როგორც საჭიროა. ნიღბის ტარების მაჩვენებელი, რომელიც 50%-ს მცირედით სცდება, უნდა იყოს მინიმუმ 90%. აუცილებელია რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ჩაებას იმუნიზაციის პროცესში," - განაცხადა "ჯოენი"-ს სამედიცინო ცენტრის ეპიდემილოგმა მაია კაშიამ.

პროფესორი, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური ექსპერტი მაკა ბულეიშვილი მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები