19 ოქტომბერი 2021,   21:31
ვრცლად
სახელმწიფოების ნაწილი "დელტა" შტამის პრევენციას ლოქდაუნის გახანგრძლივებით, ნაწილი კი მოსახლეობის მესამე დოზით აცრით ცდილობს - COVID სტატისტიკა მსოფლიოში

228 მილიონზე მეტი ინფიცირებული და ოთხნახევარზე მეტი გარდაცვლილი - ასეთია მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მონაცემები. "დელტა" შტამი თითქმის ყველა სახელმწიფოში სწრაფად ცირკულირებს, რის გამოც გაზრდილია როგორც სიკვდილიანობის, ისე ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი.

სახელმწიფოების ნაწილი "დელტა" შტამის პრევენციას ლოქდაუნის გახანგრძლივებით, ნაწილი კი მოსახლეობის მესამე დოზით აცრით ცდილობს. მათ შორისაა ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც 65 წელს გადაცილებულთა "ფაიზერის" "ბუსტერ" დოზით აცრის რეკომენდაცია გასცეს.

როგორც ექსპერტები აცხადებენ, ვაქცინის მესამე დოზა რეკომენდებულია ასევე მძიმე დაავადებების მქონე მოქალაქეებისთვისაც. ბუსტერ დოზის შესახებ კამპანია მიმდინარეობს დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ჩეხეთში.

დღის ამბები