21 ოქტომბერი 2021,   07:03
ვრცლად
დავით კირკიტაძე რუსთავის მოსახლეობას 600-დან 900 კვ. მეტრამდე ფართობის მიწის ნაკვეთების დაკანონებას ჰპირდება

დავით კირკიტაძე რუსთავის ყველა მცხოვრებს 600-დან 900 კვ. მეტრამდე ფართობის მიწის ნაკვეთების დაკანონებას ჰპირდება.

გარდა ამისა, მან დაპირება გასცა იმ ავტოფარეხების დაკანონების შესახებ, რომელთა მესაკუთრეებს და მეზობლებს ინტერესთა კონფლიქტი არ აქვთ.

კირკიტაძის პროგრამის მიხედვით, ამ დაპირების შესასრულებლად 100 დღიანი ვადა იქნება საკმარისი.

დღის ამბები