19 სექტემბერი 2021,   05:31
ვრცლად
ექსპერიმენტი კინოს მოყვარულებისთვის - ამერიკული კომპანია მოხალისეებს საშინელებათა ფილმის ყურებისთვის 1300$ გადაუხდის

საფინანსო კომპანია 13 საშინელებათა ფილმის ყურებისთვის მოხალისეებს 1300$-ს გადაუხდის. ამის შესახებ financebuzz.com წერს.

"საშინელებათა ფილმების მოყვარებულებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საფინანსო კომპანიის შეთავაზებაში და რომლებიც საკმარისად მამაცები არიან, ვთავაზობთ 13 საშინელებათა ფილმის ნახვას, იმისათვის, რათა აღმოვაჩინოთ, მაღალბიუჯეტიანი საშინელებათა ფილმები უფრო შიშის მომგვრელია თუ დაბალბიუჯეტიანი.

ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც ჩაიწერენ გულის ცემას აღნიშნული 13 საშინელებათა ფილმის ყურების დროს,“ - წერია financebuzz.com-ის მიერ გავრცელებულ სტატიაში. 

შერჩეული კანდიდატი ვალდებულია ფილმებს 9-დან 18 ოქტომბრამდე პერიოდში უყუროს. ექსპერიმენტის პროცესში მონაწილეს გულის მონიტორინგს ჩაუტარებენ, რათა გაირკვეს იწვევს თუ არა მაღალბიუჯეტიანი საშინელებათა ფილმები დაბალბიუჯეტიანზე უფრო მეტ შიშს.

დღის ამბები