19 სექტემბერი 2021,   06:14
ვრცლად
მმართველი გუნდი ლიეტუველი დეპუტატის წინააღმდეგ - "ოცნება" ჟიგიმანტას პავილიონისს პოლიტიკურ სუბიექტურობაში ადანაშაულებს

მმართველი გუნდი ლიეტუველი დეპუტატის წინააღმდეგ - "ქართული ოცნება" სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს პოლიტიკურ სუბიექტურობაში ადანაშაულებს. "ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ჟიგიმანტას პავილიონისის მჭიდრო კავშირები და მეგობრობა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან პირდაპირ კავშირშია პოლიტიკოსის განცხადებებთან.

მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ჟიგიმანტას პავილიონისისა და საქართველოს ყოფილი ხელისუფლების სუბიექტური დამოკიდებულების არგუმენტად რამდენიმე დღის წინ, გივი თარგამაძის სახლში გამართული წვეულება მოჰყავთ.

თარგამაძემ სოციალურ ქსელში ფოტო თავად გაავრცელა და დაწერა, რომ მისმა მეგობარმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა 50 წლის იუბილე მის სახლში აღნიშნა. წვეულებას ყოფილი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ლიეტუველი დეპუტატი ქვეყანას ხშირად სტუმრობს და მის მმართველებს პერიოდულად აკრიტიკებს, პავილიონისის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები განხილვის საგანი თავად ლიეტუვის სეიმშიც გახდა, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში ის ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარეს.

 

დღის ამბები