19 სექტემბერი 2021,   06:23
ვრცლად
იუსტიციის სახლის სერვისები საკუთარ სახლში ან სახლთან - უწყება მობილური იუსტიციის სახლის პროექტს იწყებს

იუსტიციის სახლის სერვისები საკუთარ სახლში ან სახლთან - უწყება მობილური იუსტიციის სახლის პროექტს იწყებს, რომელიც იმ სოფლების მოსახლეობას მოემსახურება, რომლებიც საზოგადოებრივი ცენტრებიდან შორს ცხოვრობენ და სერვისის მისაღებად რაიონულ ცენტრებში ჩასვლა სჭირდებათ.

სპეციალურად აღჭურვილ მიკროავტობუსებში მოქალაქეებს მათთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციის მოწესრიგება შეეძლებათ.

იუსტიციის სამინისტროს 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციისას, მნიშვნელოვანი ადგილი პენიტენციურ დაწესებულებებს დაეთმო. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ციხეები დღეს წამების ადგილი აღარაა და იქ პატიმრებისთვის სამაგალითო პირობებია შექმნილი.

უწყების განცხადებით კი, 2012 წლის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოში არც ერთი საჩივარი არ შესულა, რომელიც ციხეში ადამიანის უფლებების დარღვევასთან იქნებოდა დაკავშირებული.​

დღის ამბები