24 სექტემბერი 2021,   19:04
ვრცლად
ცესკოს თავმჯდომარე აირჩიეს - რა არგუმენტები აქვს ოპოზიციას, რომელმაც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო

მეოთხე მცდელობით ცესკოს თავმჯდომარე დამტკიცებულია - 6 თვით საარჩევნო კომისიას გიორგი კალანდრიშვილი უხელმძღვანელებს. მეოთხე კენჭისყრაზე მან კონკურენტ გიორგი სანტურიანს მომხრეების დიდი უპირატესობით აჯობა.

ოპოზიციიდან კალანდრიშვილს მხარი მხოლოდ "ევროპელმა სოციალისტებმა" დაუჭირეს, დანარჩენი ოპოზიციის ნაწილი სხდომათა დარბაზში იყო, მაგრამ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

მიზეზი იგივეა, რაც წინა შემთხვევაში - ოპოზიციას მიაჩნია, რომ გიორგი კალანდრიშვილი მმართველი გუნდის კადრია და ის 2 ოქტომბრის არჩევნებზე მიკერძოებული იქნება.

"ქართული ოცნებისთვის" ოპონენტების არგუმენტები მიუღებელია და კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ოპოზიციას არ სურს არჩევნებზე პასუხისმგებლობა აიღოს.

დღის ამბები