26 სექტემბერი 2021,   16:22
ვრცლად
შემდეგ კვირას არჩევნები რომ ტარდებოდეს, "ოცნებას" 28% მისცემდა ხმას, "ნაცმოძრაობას" კი 15% - IRI-ის კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI-ის კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე, შემდეგ კვირას 2021 წლის ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? - 28% "ქართულ ოცნებას" ირჩევს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - "გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია" -15%.

"საქართველოსთვის" - გიორგი გახარია - 9%.

"ლეიბორისტული პარტია" -შალვა ნათელაშვილი- 3%.

"გირჩი მეტი თავისუფლება" - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე- 3%.

"სტრატეგია აღმაშენებელი" - გიორგი ვაშაძე- 2%

"ლელო" - მამუკა ხაზარძე/ბადრი ჯაფარიძე- 2%.

"პატრიოტთა ალიანსი "- დავით თარხან-მოურავი/ირმა ინაშვილი-2%.

"მოქალაქეები" - ალეკო ელისაშვილი- 2%.

"ერი" - ლევან ვასაძე -2%.

"ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისთვის" გიგა ბოკერია - 1%.

"ხალხისთვის" - ანა დოლიძე -1%.

"გირჩი" - 1%.

სხვა -1%.

გამოკითხვები საქართველოს 10 რეგიონში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში სულ 1500 მოქალაქე გამოიკითხა.

კვლევა მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

დღის ამბები