24 სექტემბერი 2021,   19:05
ვრცლად
დადასტურდა, რომ ჩემი ოჯახის დისკრედიტაციის მიზნით გაავრცელეს აბსოლუტური ტყუილი – ანრი ოხანაშვილი ქარტიის გადაწყვეტილებას ეხმაურება

დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მცდარი და არაზუსტია ინფორმაცია, თითქოს დეპუტატის სიმამრმა ოხანაშვილის დახმარებით სახელმწიფოსგან ქონება მიზერულ თანხად მიიღო.

“ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ მთავარმა არხმა ჩემთან და ჩემს ოჯახთნ დაკავშირებით გაავრცელა აბსოლუტური ტყუილი. დარწმუნებული ვარ ეს მოხდა შეგნებულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და ჩემი დისკრედიტაციის მიზნით. მათ ინფორმაცია არ გადაამოწმეს არც ჩემთან და არც რაიმე დოკუმენტი შეამოწმეს საჯარო რეესტრში, რომელიც ყველასთვის ღიაა.

მე საჯაროდ ვთქვი, რომ თუ ამ ინფორმაციას ვინმე დაამტკიცებდა, მზად ვიყავი დამეტოვებინა დეპუტატის მანდატი. მივმართე ეთიკის ქარტიას, თუმცა იმდენად აბსურდული ტყუილი გაავრცელეს, რომ არცკი გამოცხადდნენ საქმის განხილვაზე. საბოლოდ დადასტურდა, რომ ჩემი ოჯახის დისკრედიტაციის მიზნით გაავრცელეს აბსოლუტური ტყუილი,“ - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "მთავარი არხის” ჟურნალისტებმა ჟანა აკოფაშვილმა და მიხეილ სესიაშვილმა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (არაზუსტი ინფორმაციის შესწორება) პრინციპები დაარღვიეს.

მათ წინააღმდეგ ქარტიას პარლამენტის უმრავლესობის წევრმა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მიმართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 10 აპრილს გავიდა.

დღის ამბები