19 სექტემბერი 2021,   12:44
ვრცლად
19 აპრილის შეთანხმების შედეგად მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა განხორციელდა, რაც იძლევა საშუალებას არჩევნები უკეთესად ჩატარდეს - კელი დეგნანი

ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა  შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების თაობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. კელი დეგნანმა იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმების იდეას მხარეები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან. ელჩმა მოახლოებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებსა და საარჩევნო კამპანიაზეც ისაუბრა.

"როგორც ვხედავთ, წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. 19 აპრილის შეთანხმების შედეგად მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა განხორციელდა. ეს რეფორმა იმის საშუალებას იძლევა, რომ არჩევნები უკეთესად ჩატარდეს. ამისათვის აუცილებელია, რომ სათანადო ცოდნა და ინფორმაცია მიეწოდოთ ადგილობრივი საარჩევნო კომისიის წევრებს.

მნიშვნელოვანია, ამომრჩევლებმა იცოდნენ, თუ რა არის ახალი ამ რეფორმაში, რათა საარჩევნო პროცესის მიმართ მათი ნდობა გაიზარდოს. ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ამომრჩევლებს იმის განცდა ჰქონდეთ, რომ მათი არჩეული პირები იქნებიან წარმოდგენილი,"-აღნიშნა დეგნანმა.

დღის ამბები