26 სექტემბერი 2021,   17:10
ვრცლად
"ეს არის ჩვენი მოვალეობა და ვალდებულებაც" - ანსაბლ "რუსთავის" წევრები საჯაროდ აიცრნენ

ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ჯამში, ქვეყანაში ერთი დოზით აცრილია 481 591 ადამიანი, გასულ დღე-ღამეში კი ვაქცინა 16 618 პირმა გაიკეთა. საქართველოში ხელმისაწვდომია ჩინური წარმოების Sinopharm-ი, Sinovac-ი, ასევე Pfizer-ი და AstraZeneca.

ანსაბლ "რუსთავის" წევრებმა გამოხატეს სოციალური პასუხისმგებლობა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალურ სივრცეში საჯაროდ აიცრნენ. აიცრა ანსაბლის მთავარი ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძეც. "ეს არის ჩვენი მოვალეობა და ვალდებულებაც" - აცხადებენ ანსაბლის წევრები.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სპეციალური ზონა ორი დღეა რაც მოეწყო. აქ მობილიზებულია 12 ამცრელი კაბინეტი და არის შესაძლებლობა, რომ დღეში, დაახლოებით, 2500 ადამიანი აიცრას. 

"გაიზარდა ბენეფიციართა რაოდენობაც და მოთხოვნაც აცრებთან დაკავშირებით. ჩვენ ამ ახალ სივრცეში სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე გადმოვედით. ხვალ ველოდებით 2000-ზე მეტ ბენეფიციარს და ეს რიცხვი ალბათ ყოველდღიურად გაიზრდება. 1600-დან 2500 მდე ადამიანს აცრის ალბათ ეს სივრცე. სივრცეების რაოდენობაც შესაბამისად დაემატება, როდესაც მოთხოვნა გაიზრდება,"- აცხადებს ექიმი ნათია ფირცხალაიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსით ინფიცირების 2 654 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 33 ადამიანი. 

 

დღის ამბები