26 სექტემბერი 2021,   17:39
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი შავნაბადას ბაზაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და უწყების დაარსების 6 წლისთავი მიულოცა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 6 წლის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. პრემიერ-მინისტრი შავნაბადას ბაზაზე სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა, უწყების დაარსების 6 წლისთავი პირადად მიულოცა და საჩვენებელ წვრთნებს დაესწრო.

ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უწყების თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან მოქალაქეებს, იცავენ და აძლიერებენ სახელმწიფოს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს გულწრფელად მინდა მივულოცო დღევანდელი დღე. მოგეხსენებათ, რომ 6 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ჩვენ დავაფუძნეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მე მინდა თითოეულ თანამშრომელს გადავუხადო მადლობა მათი პროფესიული საქმიანობისთვის, მათი სამსახურისთვის. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან ჩვენ ქვეყანას, ჩვენ მოქალაქეებს, მოსახლეობას, იცავენ და აძლიერებენ ჩვენ სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებებს,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
 
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2015 წლის 1 აგვისტოს დაარსდა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო და ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა.
დღის ამბები