26 სექტემბერი 2021,   17:07
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" აჭარაში მერობის 6 კანდიდატი დაასახელა - რა მოლოდინი აქვთ მოქალაქეებს და რა არის ამომრჩევლების მთავარი დაკვეთა

"ქართულმა ოცნებამ" აჭარაში მერობის 6 კანდიდატი დაასახელა. მათი უმეტესობა მოქმედი მერი, მოადგილე, ან მოვალეობის შემსრულებელია. ბათუმში მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი იქნება. ბათუმელების მთავარი სურვილი დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის დაძლევაა.

თანამედროვე ევროპული ქალაქის სტატუსისთვის ბრძოლას კიდევ ერთი ზღვისპირა ქალაქი აპირებს. "ქართული ოცნების" ქობულეთის მერობის კანდიდატს უკვე აქვს ის გეგმა, რომელსაც მისი არჩევის შემთხვევაში განახორციელებს. ლევან ზოიძე ამბობს, რომ ადგილობრივების პრობლემებს უკვე იცნობს, თითქმის 2 წელია მერის მოადგილეა. ახლა უკვე, როგორც მერობის კანდიდატი პირობას დებს, რომ ქობულეთში მცხოვრებლების ყველა გამოწვევასთან გამკლავებას შეეცდება.

ინფრასტრუქტურა, ტურიზმი და სოფლის მეურნება - ამ მიმართულებების გაუმჯობესებას შუახეველებს "ქართული ოცნებიდან” მათი მერობის კანდიდატი ომარ ტაკიძე ჰპირდება. ამბობს რომ პრობლემებს კარგად იცნობს, რადგან უკვე თითქმის ერთი წელია ქალაქში მერის მოვალეობასაც ასრულებს.

ხულოში ბრძოლას მოქმედი მერი ვახტანგ ბერიძე აპირებს, ხელვაჩაურში კი მერობას ზაზა დიასამიძე შეეცდება. აქამდე ის აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

დღის ამბები