19 სექტემბერი 2021,   05:18
ვრცლად
ათზე მეტი დაღუპული და 60-მდე დაშავებული - ერაყში დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეებს შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს

ათზე მეტი დაღუპული და 60-მდე დაშავებული - ერაყში დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეებს შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევა ქალაქ იათრიბში მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

გასულ კვირას თვითმკვლელმა ტერორისტმა ბაღდადის ერთ-ერთ ბაზრობაზე აიფეთქა თავი, რასაც 30 ადამიანი ემსხვერპლა. მაშინ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე. წ. "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

დღის ამბები