26 სექტემბერი 2021,   16:10
ვრცლად
სიცანცარეა, რასაც პარლამენტში ვერმოხვედრილი ზოგიერთი დაბოღმილი პოლიტიკოსი ამბობს, გამოდით პარლამენტიდანო - ალეკო ელისაშვილი 

​"ქართული ოცნების" მიერ, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების შემდეგ, ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ ბოიკოტის ნაწილი ამ შემთხვევაში არასერიოზულია და მთავარია ბრძოლა იმისათვის, რომ "ქართულ ოცნება" დამარცხდეს. პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძეს მოლოდინი აქვს, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებამდე უფრო მეტ პრობლემას შექმნის. 

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციის იმ ნაწილის მოწოდებებს, რომლებიც სხვას მოუწოდებენ, რომ პარლამენტი ბოიკოტის ნიშნად დატოვონ  -"სიცანცარეა". 

"ეს არის სიცანცარე, რასაც პარლამენტში ვერმოხვედრილი ზოგიერთი დაბოღმილი პოლიტიკოსი ამბობს, გამოდით პარლამენტიდანო. და რა მოხდება მერე, შერცხვება ბიძინა ივანიშვილს ან ირაკლი კობახიძეს და მერე რა მოხდება ამით?" - აცხადებს ალეკო ელისაშვილი. 

მმართველ გუნდში კი, ამბობენ, რომ არჩევნები "ნაციონალური მოძრაობისთვის" ყოველთვის წამგებიანი კარტია და მათი მიზანი მხოლოდ დესტრუქციაა

"არჩევნები "ნაციონალური მოძრაობისთვის" ყოველთვის წამგებიანი კარტია. მომგებიანი კარტი კი მათთვის დესტაბილიზაციაა - ჩამოგაგდებ, გადადექი და ა.შ. მათ აბსოლუტურად მიუღებლად ჩათვალეს შარლ მიშელის სულისკვეთება და ხელი არ მოაწერეს," - აღნიშნავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი. 

ცნობისთვის, გუშინ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნებამ" შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა, რადგან მასზე ამ დრომდე არ იყო ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ხელმოწერა.

დღის ამბები