26 სექტემბერი 2021,   16:38
ვრცლად
შანხაიში მსოფლიოში ყველაზე დიდი ასტრონომიის მუზეუმი გაიხსნა, მუზეუმი 58 600 კვადრატული მეტრია

შანხაიში მსოფლიოში ყველაზე დიდი ასტრონომიის მუზეუმი გაიხსნა. შენობის სტრუქტურა, რომელიც სამი რკალისაგან შედგება ციური სხეულების ორბიტების ანალოგებს წარმოადგენს. ასტრონომიის მუზეუმი 58 600 კვადრატულ მეტრს მოიცავს და ის შანხაის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მუზეუმის ერთ-ერთი ფილიალს წარმოადგენს.

მუზეუმში წარმოდგენილია ინოვაციური არქიტექტურა, თემატური ზონები, შთამბეჭდავი ტექნოლოგიები და ძვირფასი კოლექციები. საგამოფენო სივრცეში "სამშობლო" დამთვალიერებელს საშუალება აქვს დაათვალიეროს 70-ზე მეტი მეტეორი, მათგან კი ზოგიერთი მთვარიდან და მარსიდანაა.

ამ სივრცეში იგეგმება მუდმივად გამოფენების გამართვა, ობსერვატორიის მოწყობა და ასევე, დამთვალიერებელს 71 მეტრის სიგრძის ტელესკოპი დახვდება. უზარმაზარი შუშის გუმბათი კი, რომელიც სახურავის წვერზეა სტუმრებს საშუალებას აძლევს ღამით ცის ყურებით დატკბნენ.

დღის ამბები