19 სექტემბერი 2021,   12:17
ვრცლად
ყურადღება გამახვილდა შარლ მიშელის დოკუმენტზე, რიკ დაემსის პოზიციაა, რომ მას ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი - ირაკლი ჩიქოვანი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ამ წუთებში უმრავლესობის წარმომადგენლებს ხვდება. მანამდე შეხვედრა შედგა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის წევრებთან, რომელთა შორის უმრავლესობის წარმომადგენლები არიან. მისი დასრულების შემდეგ აღინიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც საუბარი შეეხო, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი იყო.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, პრეზიდენტის პოზიციაა, რომ დოკუმენტს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მოაწეროს ხელი. 

"რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ იმ დადებით შედეგებზე, რომელიც ჰქონდა საქართველოს თავმჯდომარეობას და რა თქმა უნდა იმ პრიორიტეტებზე, რომელიც საქართველოს თავმჯდომარეობის დროს იყო დაყენებული ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. ჩვენ გვქონდა საუბარი ასევე იმ ვითარებაზე, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა შარლ მიშელის დოკუმენტზე, რომელზეც იყო საუბარი და რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვანი პოზიციაა პრეზიდენტის, რომ დოკუმენტი, რომელიც იქნა შექმნილი იმისათვის, რომ მოხდეს დეესკალაცია და პოლარიზაცია შემცირდეს, ამ დოკუმენტს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი, რათა სრულყოფილად იქნას ეს უზრუნველყოფილი,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.  

დღის ამბები