19 სექტემბერი 2021,   11:09
ვრცლად
33 წლის მამაკაცს სავარაუდო პედოფილიაში ადანაშაულებენ - გოგონას ოჯახმა პოლიციას უკვე მიმართა

33 წლის მამაკაცს სავარაუდო პედოფილიაში ადანაშაულებენ. როგორც "კურიერს" რესპონდენტი უყვება, მამაკაცს მიმოწერა სოციალური ქსელის მეშვებით მის დასთან ჰქონდა.

მიმოწერა სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს შეიცავს. ოჯახმა პოლიციას უკვე მიმართა. რესპონდენტი "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ 33 წლის მამაკაცი მის დას სექსუალური შინაარსის შემცველ ტექსტებს წერდა. 

როგორც შეტყობინებების ადრესატის და "კურიერთან" ყვება, მამაკაცს გოგონა არასრულწლოვანი ეგონა და სექსუალური შინაარსის მიმოწერა მაინც გააგრძელა.

"ინტერესის გამო გადაწყვიტა მისთვის ეპასუხა. როცა ასაკი კითხა ჩემს დას, ამან მოატყუა, რომ იმას თავი დანებებინა და უთხრა, რომ 13 წლის არის, თუმცა მამაკაცმა მიმოწერა მაინც გააგრძელა. მესიჯები იყო სექსუალური შინაარსის,"- აღნიშნა თიკო კვალიაშვილმა.

დღის ამბები