19 სექტემბერი 2021,   12:11
ვრცლად
ისინიც ანტივასქერები და უფრო საშიშები არიან, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს - პაატა იმნაძე 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისევ აცრის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, აუცილებელია აცრასთან ერთად პირბადის ტარება.

პაატა იმნაძემ ანტივაქსერებზეც გააკეთა მცირე კომენტარი და აღნიშნა, რომ  მისთვის ისინიც ანტივაქსერები არიან, ვინც ვაქცინებს არჩევს. 

"ჩემთვის ისინიც ანტივასქერები არიან, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს. ისინი უფრო საშიშები არიან,"- განაცხადა პაატა იმნაძემ. 

დღის ამბები