19 სექტემბერი 2021,   13:02
ვრცლად
დაპირისპირება მსოფლიო ჩემპიონსა და პოლიციას შორის ხობის ცენტრში - რა ვიდეომტკიცებულება დევს საქმეში

დაკავებულია მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი - ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის აიყვანეს, ჩემპიონს სამდღიანი პატიმრობა შეეფარდა.

კიდევ უფრო მძიმეა სხვა მოჭიდავეების სამართლებრივი მდგომარეობა, რომლებიც წურწუმიასთან ერთად იმყოფებოდნენ. მათ გამოძიება პოლიციელებისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

"კურიერის" ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი სპორტსმენები, ხობის ცენტრში ერთ-ერთ სასურსათე მაღაზიასთან იმყოფებოდნენ, როდესაც პოლიციამ მათ შენიშვნა მანქანის არასწორედ გაჩერებისთვის მისცა.

სამართალდამცველსა და მოჭიდავეებს შორის ჯერ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, შემდეგ კი კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ხელჩართული ჩხუბი სრულად გადაიღო სათვალთვალო კამერამ, რომლის ჩანაწერიც ახლა საქმის მთავარი მტკიცებულებაა.

დღის ამბები