24 სექტემბერი 2021,   19:37
ვრცლად
"გირჩმა", შესაძლოა, მერობის საკუთარი კანდიდატი წარადგინოს

"გირჩი", შესაძლოა, თვითმმართველობის არჩევნებში მერობის კანდიდატის წარდგენაზე დაფიქრდეს. ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით, ოპოზიციური პარტიების სტრატეგია, რომ შეარჩიოს ერთი კანდიდატი არის ძალიან არასწორი.

"ოპოზიციური სტრატეგია, რომ შეარჩიონ ერთი კანდიდატი და მის გარშემო შემოიკრიბოს ოპოზიცია, გვგონია ძალიან არასწორი და კონტრპროდუქტიული იმ მიზნისთვის, რომ "ქართული ოცნება ამ არჩევნებზე დავამარცხოთ. აქედან გამომდინარე ჩვენ შეიძლება დავფიქრდეთ ჩვენი მერობის კანდიდატის დაყენებაზე," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მომდევნო კვირას უნდა გაირკვეს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების მერობის კანდიდატების ვინაობა. ოპოზიციური პარტიების ნაწილი მხარს თბილისის მერად ნიკა მელიას, საკრებულოს თავმჯდომარედ კი ელენე ხოშტარიას კანდიდატურას უჭერს. თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნების" სახელით თბილისის მერობის კანდიდატად კენჭს კახა კალაძე იყრის.

დღის ამბები