19 სექტემბერი 2021,   05:52
ვრცლად
საქართველო უკვე NATO-ს წევრი უნდა იყოს - ბენ ჰოჯესის რჩევები და გზავნილები საქართველოს "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში

ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ლიდერების მთავარი მიზანი ყველა შესაძლო გზით ქვეყნის თავდაცვის გაძლიერება უნდა იყოს.

გენერალი გარკვეული რეკომენდაციებით გამოდის, გარდა ამისა საუბრობს იმ გზებზე, თუ როგორ უნდა ებრძოლოს საქართველო რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს რომლის მთავარი მიზანიც ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწვერიანების შეფერხებაა.

"მე მჯერა რომ საქართველო უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი. ვისურვებდი რომ ბრიუსელის სამიტზე და კომუნიკეში უფრო მკაფიო ყოფილიყო საქართველოს შესახებ და მისი გაწევრიანების სტრატეგიის შესახებ გაწერილი. საქართველოს აქტივობა საკმარისი არაა,დიახ ვიტყოდი რომ საკმარისად არ ისმის ქვეყნის ხმა. საქართველომ და უკრაინამ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს თურქეთთან, სომხეთთან, ბულგარეთთან ერთად, რომ ხმა გააგონონ ბრიუსელში ვაშინგტონში, ბერლინში, პარიზში, იმისათვის, რომ მიახვედრონ მსოფლიო შავი ზღვის სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ.

პოლიტიკური ლიდერების მთავარი მიზანი უნდა იყოს ქვეყნის თვადაცვის გაძლიერება ყველა შესაძლო გზით. ეს გულისხმობს ურთიერთობის გაძლიერებას თურქეთთან, უკრაინასთან, შეერთებულ შტატებთან და სხვა მეგობარ ქვეყნებთან. ქვეყნის თავდაცვის გაუმჯობესება კი ვფიქრობ მაშინ მოხდება, თუ საქართველოში მეტი ინვესტიაცია შემოვა და ბიზნესი განვითარდება.

თუ გერმანია და ჰოლანდია ფულს ჩადებდა საქართველოში შემდეგ ისინი ქვეყნის უსაფრთხოებაზეც იფიქრებდნენ და დასვამდნენ კითხვას, თუ რატომ აქვს რუსეთს ამ დრომდე ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები. ჩვენ გვჭირდება რომ ევროპელმა მოკავშირეებმა გააძლიერონ წნეხი რუსეთის წინააღმდეგ,"- განაცხადა ჰოჯესმა. 

ამერიკელმა გენერალმა ინტერვიუში რუსეთ საქართველოზეც ისაუბრა.

"რუსეთი არაფორმალურ ვეტოს იყენებს უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რომ ისინი დასავლეთისთვის მიუღებელი გახდნენ. როცა ეს ქვეყნები სტრატეგიულ სარგებელს ნახავენ საქართველოსგან მეტად გაამახვილებენ რუსეთის აგრესიაზე ყურადღებას და გააძლიერებენ წნეხს კრემლზე.

ვფიქრობ გაწევრიანება მაპის გარეშეც შესაძლებელია. მაშინ როცა რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს 20%, არ მგონია რომ მათ ახლა ესკალაციის ინტერესი ჰქონდეთ იმიტომ რომ მათ ისედაც მიიღეს რაც სურდათ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიები. კრემლი ძირს უთხრის ისეთ პროცესებს როგორიცაა ანაკლიის პორტი რადგან არ უნდა საქართველო გახდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი წერტილი. ამის პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საქართველოს მთავრობამ და არ მისცენ უფლება რუსეთს ჩაერიოს ანაკლიის მსგავსი პროექტების განხორციელებაში,"- ბენ ჰოჯესი

დღის ამბები