19 სექტემბერი 2021,   05:32
ვრცლად
საარჩევნო ადმინისტრაცია ისევ თავმჯდომარის მოლოდინშია - პარლამენტმა ცესკოს ხელმძღვანელი განმეორებით კენჭისყრაზეც ვერ აირჩია

მეორე მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა - პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და ახალი წევრები ისევ ვერ აირჩია. საჭირო ასი ხმა არ მოგროვდა, ეს კი სურათს უცვლელს ტოვებს. საარჩევნო ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი მხოლოდ ექვსი თვით ეყოლება, დროებით თავმჯდომარედ დიდი ალბათობით ცესკოს მოქმედი თანამშრომელი, გიორგი კალანდარიშვილი ორი კენჭისყრის შემდეგ დაინიშნება.

ეს მოცემულობა ოპოზიციას ბევრ კითხვის ნიშანს უჩენს. "ქართული ოცნების" ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებას საკუთარი კანდიდატები გაჰყავს და არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებელ ორგანოში სურათი უცვლელი დარჩება.

კრიტიკა გაუგებარია "ქართული ოცნებისთვის". მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიცია ამზადებს საფუძველს, რათა არჩევნების ლეგიტიმაცია ისევ ეჭვქვეშ დააყენოს.

დღის ამბები