19 სექტემბერი 2021,   06:36
ვრცლად
ჩინურ ვაქცინას 60-70 %-იანი ეფექტურობა აქვს - ახალი კვლევების დამაიმედებელი შედეგები

ეპიდემიოლოგები პანდემიის დასასრულს ჯერ არ ელოდებიან. მოსახლეობის იმ ფენაში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია, გაზრდილია ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე და მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. საქართველო სწორედ ასეთი ქვეყნების ჩამონათვალში აღამოჩნდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყნებმა მათთვის არსებული ყველა საშუალება უნდა გამოიყენონ, რათა ვირუსისგან რაც შეიძლება მეტი ადამიანების სიცოცხლე იხსნან.

სხვადასხვა კვლევამ უჩვენა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინები ეფექტურია COVID -19-ის რთული ფორმებისა და პრევენციის კუთხით. შრი-ლანკის ქალაქ კოლომბოსა და ბრიტანეთის ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერება გამოიკვლიეს, რომ Sinopharm-ით ორი დოზით აცრის შემდეგ, ვაქცინირებულთა 95 პროცენტს განუვითარდა ანტისხეულების ის დონე, რაც ბუნებრივად ინფიცირების შემდეგ ფიქსირდება. კვლევებმა აჩვენა, რომ ჩინურ ვაქცინას 60-70 %-იანი ეფექტურობა აქვს დელტა შტამის წინააღმდეგ.

საქართველოში Sinopharm-ით ​ერთჯერადად 116,600 პირია აცრილი, ორჯერადი ინექცია 44 000 ადამიანს აქვს გაკეთებული. ერთხელ ვაქცინირებულთა 0.8%-ია ინფიცირებული, ორჯერადად აცრილი 0.3 %. სპეციალისტები ამბობენ, რომ ვაქცინების მთავარი დანიშნულებაა შეამციროს კლინიკებში პაციენტების რაოდენობა და ნაკლები იყო ფატალური შემთხვევები

პარალელურად მასაჩუსეტსის სამედიცინო ყოველკვირეულ ჟურნალში გამოქვეყნდა, რომ "ფაიზერის" ვაქცინის ორი დოზა COVID -19-ის "დელტა" ვარიანტის წინააღმდეგ 88 პროცენტით ეფექტურია. კვლევა ეხება "ასტრაზენეკასაც" - ვაქცინა ე.წ ინდურ შტამზე 67%-ით მოქმედებს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში მოქალაქეებს ყველაზე მეტად აწუხებთ და აინტერესებთ, როდის დასრულდება პანდემია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ყველა ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი ეფექტური საშუალება ვაქცინაციაა. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში ვაქცინის დამატებით დოზებს ელოდებიან, მათ შორის "პფაიზერ-ბაიონტეკს". ამ ვაქცინის ერთი დოზა საქართველოში 25 ათასი ადამიანს აქვს გაკეთებული. სრულად ვაქცინირებულია 14.700 მოქალაქე.

დღის ამბები