02 აგვისტო 2021,   23:12
ვრცლად
სანქცია ევროკავშირის დროშის დაზიანებისთვის - ვანდალური ქმედება შესაძლოა დასჯადი გახდეს

სანქცია ევროკავშირის დროშის დაზიანებისთვის - 6 ივლისის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. წინადადება პარტნიორების დროშის დაზიანების შემთხვევაში ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. 

დანაშაულის გამეორების შემთხვევაში საუბარია ადმინისტრაციულ პატიმრობაზე. ინიციატივას ოპოზიციის ნაწილი ემხრობა, ნაწილი კი სიყალბეს უწოდებს. სპიკერის წინადადებას ცალსახად ექნება თანაგუნდელების მხარდაჭერა. 

დღის ამბები