23 ივლისი 2021,   22:59
ვრცლად
სახალხო დამცველი უკვე პარლამენტშია - რა საკითხებზე გაამახვილებს ნინო ლომჯარია ყურადღებას ანგარიშის წარდგენისას

სახალხო დამცველი უკვე პარლამენტშია. საკანონმდებლო ორგანოში მისი ანგარიშის მოსმენა ცოტა ხანში დაიწყება.  

ნინო ლომჯარიამ ანგარიშის წარდგენამდე მედიასთან ის საკითხები მიმოიხილა, რომელზეც ყურადღებას მოხსენების დროს გაამახვილებს:

"საპარლამენტო მოხსენებას დავიწყებ ბავშვთა უფლებების საკითხზე საუბრით. ვისაუბრებთ სიღარიბეზე, როგორც ბავშვთა ოჯახებიდან გამოყვანის საფუძველზე, ვისაუბრებთ დიდი ზომის ინსტიტუციებზე, ვისაუბრებთ ბავშვთა მიმართ ძალადობაზე და იმაზე, რომ საქართველოში არ არსებობს ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის სერვისები.სიცოცხლის უფლების ჭრილში განსაკუთრებული ყურადღება გვაქვს გამახვილებული პენიტენციურ სისტემაში და ასევე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებულ ვითარებაზე," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები