24 ივლისი 2021,   00:11
ვრცლად
თუ "ოცნება" მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, ენმ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გამოვა ინიციატივით, კვლავ გადავიდეთ ბოიკოტის რეჟიმში - ლევან ბეჟაშვილი​

"ქართული ოცნება" მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს. კანდიდატურებს პარლამენტი კენჭისყრაზე გაიტანს.

ოპოზიცია გადაწყვეტილებას აპროტესტებს. მამუკა ხაზარაძე გამოვიდა წინადადებით, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმს დაუბრუნდეს. ინიციატივას იზიარებს "ნაციონალური მოძრაობა."

"უნდა შეჩერდეს იუსტიციის საბჭოში და უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევის პროცედურა. თუ "ქართული ოცნება" ამ პროცესს დაიწყებს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გამოვა ინიციატივით, რომ კვლავ გადავიდეთ საპარალამენტო ბოიკოტის რეჟიმში და ეს პარლამენტი აღმოჩნდეს ისევ "ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება პარლამენტის დანარჩენ  წევრებს, თამარ კორძაიას თქმით, მართლმსაჯულების რეფორმა "ქართული ოცნებისთვის" ყველაზე მტკივნეულია და ამიტომაც, ოპოზიციამ ყველა შესაძლებლობა უნდა ამოწუროს და შემდეგ შეიძლება ბოიკოტზე საუბარი. 

დღის ამბები