23 ივლისი 2021,   23:23
ვრცლად
"ქართული ხმების" სოლისტი ზურაბ ბაკურაძე რაჭაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

"კურიერისთვის" რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ გარდაიცვალა ქართული ხმების სოლისტი ზურაბ ბაკურაძე. უბედური შემთხვევა რაჭაში მოხდა, სადაც ბაკურაძემ რამდენიმე კვირის წინ დედა დაკრძალა.

ონის მერიის ინფორმაციით, შქმერში გზა ჩავარდა, რის შედეგადაც ზურაბ ბაკურაძე, რომელიც ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილდებოდა, ხევში ჩავარდა.

ხევიდან ის  მრავლობითი მოტეხილობებით მაშველებმა ამოიყვანეს. გარდაცვალება კი სასწრფო სამედიცინო სამსახურმა დააფიქსირა.

რამდენიმე წუთში მის ცხედარს ონის საავადმყოფოში გადაასვენებენ.

დღის ამბები