23 ივლისი 2021,   22:24
ვრცლად
მამუკა ხაზარაძეს წარმოდგენა არ აქვს საპარლამენტო მანდატზე, საპარლამენტო სუვერენიტეტსა და თავისუფალ მანდატზე - ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მამუკა ხაზარაძის ულტიმატუმს პასუხობს.

ოხანაშვილის შეფასებით, პარლამენტის წევრი, რომელიც უფლებამოსილებას იხსნის საკითხზე, რაც მისი პირდაპირი მოვალეობაა, ნიშნავს, რომ მას წარმოდგენა არა აქვს, რა არის პარლამენტის წევრის სტატუსი და პარლამენტის წევრის მანდატი.

"პარლამენტის წევრი, რომელიც იხსნის თავის უფლებამოსილებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც მისი პირდაპირი მოვალეობაა და ამ შემთხვევაში მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ისინი გავლენ პარლამენტიდან იმასთან დაკავშირებით, რაც მათი მოვალეობაა, რომ შეასრულონ - მოისმინონ და შეაფასონ კანდიდატები. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანს და სხვა ტაშის დამკვრელებს წარმოდგენა არ აქვთ რას ნიშნავს ან პარლამენტის წევრის სტატუსი ან რას ნიშნავს საპარლამენტო იმუნიტეტი და მანდატი ან საპარლამენტო სუვერენიტეტი," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ თუკი "ქართული ოცნება" მოსამართლეების დანიშვის პროცესს დაიწყებს, ისინი პარლამენტიდან გავლენ.

დღის ამბები