24 ივლისი 2021,   00:00
ვრცლად
10 თვის ბავშვმა შემთხვევით Tesla-ს 10 000 დოლარის ღირებულების ნაწილები იყიდა - კურიოზული შემთხვევა ბრიტანეთში

10 თვის ბავშვის დედამ აღმოაჩინა, რომ მისმა შვილმა მანქანაში ყოფნის დროს 7800 ფუნტი სტერლინგი დახარჯა.

ილონ მასკის მიერ შექმნილი მანქანა Tesla მრავალფუნქციური მოწყობილობებითაა აღჭურვილი. ერთ-ერთი ასეთი მოწყობილობაა ტაბლეტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მანქანისთვის ახალი სისტემების შეძენა, გაძლიერება და ასე შემდეგ.

10 თვის ბავშვისთვის მშობელს თამაშები ჰქონდა გადმოწერილი, რომლითაც ბიჭუნა ერთობოდა. სწორედ თამაშის დროს ბავშვი შემთხვევით შევიდა კომპანიის აპლიკაციაში და შეუკვეთა მთელი რიგი ახალი პროგრამები მანქანის უკეთ ფუნქციონირებისთვის. ეს სიამოვნება 10 000 ამერიკული დოლარი დაჯდა, რაც ზუსტად 7807 ფუნტ სტერლინგს უდრის.

სასოწარკვეთილმა მშობელმა ეს ყველაფერი მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ, საბანკო ანგარიშის შემოწმებისას გაიგო. მანქანაში ჩაშენებული კომპიუტერით კი შეიტყო, რომ ავტოპილოტი, ავტონავიგაცია, ავტოპარკინგი და თითქმის ყველაფერი, რასაც კომპანია მომხმარებელს სთავაზობს, 48 საათში იქნებოდა ხელმისაწვდომი.

როგორც ბავშვის მშობლები ამბობენ, მომხდარი ნამდვილად უსიამოვნო და ამავდროულად კურიოზულიც იყო, მაგრამ ისინი მაინც აპირებდნენ ამ პაკეტების შეძენას, ბიჭუნას ამ საქციელმა კი მათ საბოლოო ბიძგი მისცა.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები