23 ივლისი 2021,   22:12
ვრცლად
აქცია პარლამენტთან - აქტივისტები და პოლიტიკოსები საარჩევნო კოდექსში ქალთა კვოტირების წესის ცვლილებას აპროტესტებენ

პარლამენტთან აქცია იმართება. ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობოები და სამოქალაქო აქტივისტები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ქალთა კვოტირების წესი იცვლება.

პარტიებს 2028 წლამდე თვითმმართველობის არჩევნებისთვის სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა ჰყოლოდათ, ახლა კი ეს წესი სამი კანდიდატიდან ერთს შეეხება.

კავშირ "საფარის" აღმასრულებელი დირექტორის ბაია პატარაიას განცხადებით, ცვლილება შეუთანხმებლად და მალულად მოხდა, პოლიტიკოსი ქალებისა და აქტივისტების მოტყუებით. მისი თქმით, პროტესტს შეუერთდებიან, როგორც აქტივისტები, ასევე პოლიტიკოსი ქალებიც.

დღის ამბები