23 ივლისი 2021,   23:42
ვრცლად
სახალხო დამცველის ანგარიში პარლამენტში - რა მოლოდინები და კითხვები აქვს პოლიტიკურ სპექტრს

ნინო ლომჯარიას ანგარიშს 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ.

სახალხო დამცველის  ანგარიშში, რომელიც 500 გვერდამდეა,  საუბარია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების გამოწვევებსა და პროგრესზე.

ოპოზიციონერი დეპუტატები სახალხო დამცველის აპარატის მუშაობას დადებითად აფასებენ, თუმცა აქვთ შეკითხვები და რჩევებიც.

ოპოზიციის განცხადებით, მთავარია, თუ რამდენად ითვალისწინებს და ასრულებს სახალხო დამცველის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს ხელისუფლება.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" შეფასებას, მათი განცხადებით, მთავარი კითხვა იქნება რამდენად სწორად ასრულებს სახალხო დამცველის აპარატის საკუთარ ფუნქციას.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პერიოდში ყველაზე მეტი გათვალისწინება მოხდა სახალხო დამცველის რეკომენდაციების.

გურამ მაჭარაშვილი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ნინო ლომჯარიას ძალიან ხშირად ხელისუფლებისგან განსხვავებული პოზიციები ჰქონდა პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. მაჭარაშვილი ამბობს, რომ ანგარიშის მოსმენის შემდეგ გაიმართება კონსულტაციები, რომელზეც მმართველი ძალა მიიღებს გადაწყვეტილებას რა იქნეს გათვალისწინებული და რა არა ნინო ლომჯარია რეკომენდაციებიდან.

 

 

დღის ამბები