23 ივლისი 2021,   23:22
ვრცლად
"მე ვარ მართალი" - მამუკა ხაზარაძე მის საქმეზე სასამართლო პროცესის განახლებას ეხმაურება

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო განახლდა. მამუკა ხაზარაძე სასამართლო პროცესის განახლებას მის პოლიტიკურ საქმიანობასთან აკავშირებს.

პარტია "ლელოს" თავმჯდომარე საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია. მისი თქმით, ამას 20-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია ადასტურებს.

"მე ვარ მართალი, ამის შესახებ თითქმის 20-მა საერთაშორისო და ადგილობრივმა და ძალიან პრესტიჟულმა დაადასტურეს, ჩვენი საქმის შესწავლის შედეგად და ეს ყველა საქმე ცნობილია. სახელმწიფო დეპარტამენტმა ძალიან მკვეთრი განცხადება გააკეთა, რომ ეს არის პოლიტიზირებული საქმე," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საპროცედურო საკითხისა და წესების კომიტეტში კი ამბობენ, რომ მამუკა ხაზარაძეს საქმის პოლიტიზება სურს.

დღის ამბები